ნუ გაიხურავ შენც სხვისებრ კარებს ...


ერთი და ორი,
სამი და ოთხი,

ჩვეულად ვითვლი ღამით ვარსკვლავებს,
როცა მგონია, რომ გლოვას მოვრჩი
უცხო შეგრძნება ისევ მაწამებს...
რომ თითქოს ჩემებრ გრძნობით ნაკიანს 
საეჭვოც კია ასე რომ მავსებ. 
რომ თითქოს ჩემებრ სევდატანიას,
ჩემებრ ტკივილის ხურჯინით სავსეს  _
გასაკვირია ასე რომ სურხარ,
ასე ავსებ და ამრავალფერებ.
გასაკვირია რომ აღარ ვწუხვარ ,
აღარ ვიფარავ ხელებით სახეს.
და ეს მაშინებს... 
მაშინებს ფიქრი,
რომ ერთ დღეს სხვისებრ გამოხსნი კარებს,
წამართმევ შენით მოჩვეულ მშვიდ ძილს 
და 
საუკუნედ გაწელავ წამებს. 

ხუთი და ექვი
შვიდი და რვა და 

ემბრიონივით ჩემს სხეულს ვეკვრი,
ჩემი თვალები ბავშვისას ჰგავდა.
პირველად როცა ჩამჭიდე ხელი.

ცხრა, 
ათი ... 

- არა !
ვერ დაგამთავრებ!

თერთმეტი...

სუნთქვას მიჩერებს ფიქრი 

თორმეტი...

ვკეტავ ნებით დარაბებს 
და კვლავ გაყინულ საწოლში ვწვები.
სადაც შენ არ ხარ 
(არც მე ვარ ანუ),
ახლა კი შენი ფერი აქვს დარდსაც, 
რაც გაგიცანი მას მერე არ ვწუხ,
ბავშვისებრ ღიმილს ვატარებ ლაღს და 

- ნუ გაიხურავ შენც სხვისებრ კარებს ! 


 ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი