დრო არას კურნავს ...


წამალს ვეძებდი ტკივილების დასაამებლად,
მინდოდა რაღაც ძლიერი და ღიმილგამჩენი.
ტკივილს კურნავსო - აშუშებსო ყველა ჭრილობას,
სად ვიპოვო თქო გამიმხილეთ მისი სახელი.

მეც კი დავეჭვდი უნებურად ისე ფიქრობდა,
მაგრამ პასუხის გაგებისას მივხვდი კვლავ შევცდი.
დროს ხსენებაზე ჩაცინება ისე მინდოდა,
როგორც მშიერ ბავშვს გამოწვდილი პურის ნატეხი.

ნუთუ კვლავ სჯერათ ტკივილებს, რომ დრო სულ მთლად აქრობს,
ფუჭი ფლანგვაა ცხოვრებისგან კარგის ლოდინი.
ბრძოლის გარეშე ეს ცხოვრება ისე დაგადნობს,
როგორც სანთელი და თან ბოდიშს არვინ მოგიხდის.

დრო შეგაჩვევსო - გაიძახის ყველა ზეპირად,
ვისაც ტკივილზე მხოლოდ სხვისგან სმენია რამე.
წამით ვიფიქრო ისეთი რამ ჩემო მეც მინდა,
ფიქრის დროს მაინც არავინ, რომ არავის არ ვნებს.

დრო ვერც შენ გკურნავს - გაიძულებს ყოფა იგუო,
თვალს მაგრად ხუჭავ სევდისაგან საოცრად დაღლილს.
ის არ ხორცდება ეს ცხოვრება უნდა იგუოს,
ტკივილს ეჩვევი, რადგან მარილს არავინ გაყრის.

თუ მაინც ფიქრობ დრო, რომ ტკივილს ოდესღაც კურნავს,
მაშინ გავბედავ და თამამად მოგმართავ კითხვით.
წლების წინ ქალის საყვარელი ქმარი მომკვდარა,
ღიმილს ატარებს და გგონია, რომ სულ არ ტირის?!

მითხარ რით ახსნი ობოლ ბავშვის ცრემლებად დენას,
როცა მარტოკა იკეტება საკუთან თავთან.
ის შეეჩვია უფლისაგან ბოძებულ ბედს და
თავის ტკივილებს, გონებიდან ვერაფრით ფანტავს.

დედას შევხედოთ თავის შვილს, რომ ავადმყოფს ხედავს,
წლები გადის და თავის პირმშოს დღემდე ვერ შველის.
შეეჩვია და შვილთან ტირილს ვერაფრით ბედავს,
ღიმილიანი მიაგორებს გოგონას ეტლით.

დრო არას კურნავს! გვაიძულებს ყოფას ვეჩვიოთ,
ქალს, ბავშვს და დედას მთვარე მუდამ ცრემლიანს ხედავს.
გეფიცებით რომ ისე მინდა ხელზე ვემთხვიო,
მე ყოველ მათგანს ვისი გულიც ტკივილით ფეთქავს.

ჭრილობას მხოლოდ ფიზიკურად გაგიქრობს წლები,
გულის სიღრმეში მუდამ იგრძნობ სევდის დინებას.
ის ტკივილები გაგაგიჟებს სხვას რომ ვერ ეტყვი,
და ის გრძნობები შენსგარდა, რომ არვის ჭირდება.

ახლა კი მაინც ჩემთან მოხვალ ღიმილით სავსე
და ფიქრობ, რომ მე - შენ მოგისმენ დრო როგორ კურნავს?! 
ნუ დაიღლები მაგ სიტყვებით თავსაც იტყუებ,
"დრო ტკივილს კურნავს" - სიცრუეა! არავის უთხრა!..

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი