სხვებმა რა იციან ...


სხვებმა რა იციან შეჩვეული სულის სიმარტოვე,
ჯერ, რომ აუხსნელი - უცხო გრძნობის ცივი ამინდია.
წუხელ ძილისპირულს ნაღვლიანი თავი მივატოვე
და მე ჩემს ფიქრებშიც შენზე ცუდი ვფიცავ არ მითქვია.

ვერვინ ვერ გაიგებს გრძნობებისგან ძვლივს, რომ დავფარფატებ,
კარებს თუ გაუღებ უკითხავად სულში გაივლიან.
უკვე მერამდენე მოსევდისფრო ფერმკრთალ ღამეს ვათევ
და დღეს მერამდენედ ჩაგისუნთქე სხვებმა რა იციან.

ახლა ვიხედები იქეთ-აქეთ თითქოს ვარაუდით,
მთელი საუკუნე ერთ საათში, როგორ ჩაილია.
მახსოვს დაგტოვე და ზურგშექცევით ისე გადავბრუნდი,
თავი შემზიზღდა და პატიება ჯერაც არ მიცდია.

ზამთრის პრელუდიას შავი ღამესავით გრძნობით არ ათბობენ,
თითქოს თებერვალმა საფეხურით მაღლა აიწია.
ჩვენი ბაგეები ერთურთს სიყვარულით დღემდე არ ამკობენ,
გარეთ სუსხია და თითქოს სხეულს შიგნით თბილი მაისია.

გრძნობის ჩასახვევთან სხვების მინატოვებ საყდარს მივაკითხე,
ჩემი ტკივილები აღელვდა და დარდში აირია.
უფალს დაჩოქილი შევავედრე თავი და მეც იქნებ,
ვიგრძნო სევდისფრობა სანთელივით, როგორ ჩაილია.

წავალ საკუთარი თავიდან და ისე ვიმარტოვებ,
შენ რომ გაგრძნობინო უშენობით ზეცა გაიცრიცა.
დღეს მე ფიქრებისგან გადაღლილი თავი მივატოვე
და სხვა რას გამიგებს... ჩემი გრძნობის სხვებმა რა იციან.

მესმის ხალხის ენა - იჭორაონ კარგო მათ რაც უნდათ,
ვფიცავ შეჩერება თაფლისთვალავ მე ჯერ არ მიცდია.
ვწერ და კვლავ დაგიწერ რასაც ვიგრძნობ - ცოტა ბანალურად,
მასა ბრბო არის და არ მადარდებს ჩემზე რას იტყვიან.

სხვებმა რა იციან შეჩვეული სულის სიმარტოვე,
ჯერ, რომ აუხსნელი - უცხო გრძნობის ცივი ამინდია.
წუხელ ძილისპირულს ნაღვლიანი თავი მივატოვე
და მე ჩემს ფიქრებშიც შენზე ცუდი გწამდეს არ მითქვია.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი