დედოფლის ფიქრები


მინდა, რომ გხატო უცხო თვალის საშურ ფერებად,
საათს სამოცჯერ შევახსენო შენი სახელი.
ტაძრად მივიდე მუხლმოყრილი აუღელვებლად
და შენს სახელზე ღმერთს დავუნთო წმინდა სანთელი.

დღეს ჩემი სული სხეულისგან გაცლას ზეიმობს
და განვიცადე შენი სუნთქვა მთელი შეგრძნებით.
მინდა და მაინც შენთან ყოფნას მე სხვა ვერ მიჯობს,
ჩემი ხარ - გთხოვ, რომ გაიხსენე, როცა შეგხვდები.

მინდა ვხედავდე შენს თვალებში სპეტაკ გვირილებს,
შემოგეხვიო და შეგიგრძნო, როგორც არასდროს.
გვერდიგვერდ ვიყოთ ჩვენი შვილი, როცა იტირებს
დავხატოთ ღამე ალიონთან როგორ ბაასობს.

ვდგავარ ჩუმად და საკუთარი მესმის ბგერები,
თითქოს ჩემივე დაწუნებულ თამაშში გიწვევ.
გამოვიგონე უცხო სტილი შენი შეხების -
მე შენი წილი სიყვარულის შესწავლას ვიწყებ.

მინდა ცხოვრება დამიხატო ნათელ ფერებში,
ზეცას წვდებოდე სიხარულით, როცა კარგად ვარ.
მამას გიძახდეს ჩემი შვილი შენი გენებით
და მე ტკივილზე ვიფიქრო, რომ ჩემში დამთავრდა.

საკვირველია კვლავ, რომ მახსოვს შენი სურნელი,
მაშინ, როდესაც მიმატოვე თავთან უსიტყვოდ.
არ მინდა _ ვამბობ მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ სულ ველი
შეგისისხლხორცო და მეც ვიგრძნო თავი უფლის სწორს.

მინდა რომ ცაზე ღრუბლის ნაცვლად ეფინოს გრძნობა,
გვირგვინს მადგამდე სიყვარულის კაბით შემოსილს
და ქრისტეშობის სასწაულის ცრემლებად თოვას
ნუ შეაჩერებ - ფიქრებია შენი დედოფლის.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი