"-როგორ ხარ?"


აღარაფერი იწერება ახალ ფურცლებზე,
ვეღარ ვიძვრი და დღეებია ერთ ადგილს ვტკეპნი.
გამიმარტივე შენებურად ყოფა თუ შეძლებ,
მე სუსტი ვარ და ჩემი ნებით ვერაფერს შევცვლი.
დიდი გრძნობაა ჩვენ ორს შორის ან... მინდა იყოს,
სხვანაირი ხარ ჩემი ხედვით - არ გავხარ არვის.
სულს შუაზე ვხლეჩ და ერთ ნახევარს მთლიანად გითმობ,
ის ფურცლები ხარ დროება, რომ ვერასდროს წაშლის.
გთხოვ გამიფრთხილდე... სხვა ჩემნაირს იპოვნი ვერსად,
ფართოდ გაუღე ნუ ურაზავ რუხ ფიქრებს კარებს.
სხვა არასოდეს არ დაგიწერს ძვირფასო ლექსად,
რომ ყოველ ღამით სხვის სახლში მყოფს მის სულში გავსებს.
აღარაფერი იწერება ახალ ფურცლებზე
კითხვას
"-როგორ ხარ?"
"-ძველებურად!"
ვპასუხობ რიდით.
ვისზე ვიდარდო აღარ ვიცი ჩემზე თუ შენზე,
ვის უფრო უყვარს ჩვენ ორს შორის არც ეს არ ვიცი.

✍️ ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი