გვერდით მყოფიც კი მომავლიდან მენატრებოდი.


ვერ დაგტოვებდი... 
გაგიშვებდი ვიცი ოდესღაც, 
და ჯობდა ადრე - 
ბევრად ადრე ვიდრე ველოდი. 
ჩემს ცხოვრებაში ნათელ დღეებს შავი მოჰყვება, 
გვერდით მყოფიც კი მომავლიდან მენატრებოდი. 
საკუთარ თავთან მარტოობის დავდევი ფიცი, 
ახლა კი კენტად... 
ობოლივით ლექსებს ვწერ შენთვის. 
მე ჩემო ასე ტკივილებითცხოვრება ვიცი, 
შევიჩვიე და სხვაგვარობა არ მძალუძს შეშლილს.
წუხელ შენს ნაცვლად საიდუმლო გავანდე მთვარეს
და ცრემლებს ჩუმად - გრძნობებივით გულში ვმალავდი. 
მოგონებების კითხვისაგან გალეულ ღამეს 
- ფურცლის დახეულ ფრაგმენტივით დავპატარავდი. 
ზიზღს ნუ მანახებ მუდამ მცინარ - დიდრონ თვალებით, 
ადრე თუ გვიან უსათუოდ სადმე შევხვდებით. 
მე ალბათ ისევ სულელივით დაგემალები, 
როცა სიმორცხვეს გავიხსენებ პირველ შეხების. 
მომენატრები! 
ვიცი დიდხანს, სანამ შევიჩვევ 
ტკვილილებისგან დაბრმავებულ ჩემს თავს - უშენოს. 
ცოცხლად მოგკალ და თავხედურად გთხოვ რომ შემინდე, 
ეს მიტოვება - უუფლებო... ჩუმი... უენო!.. 

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი