და გონებიდან შენს მოლოდინს ვერაფრით ვერ ვშლი.


შენ ერთს შეგეძლო ჩემთან ერთად შეგეგრძნო წამი,
შეგრძნება მჭამს, რომ მე შენს შემდეგ არვის ვახსოვარ.
ფიქრი მაგიჟებს... რეალობის საზღვრებსაც გავცდი,
სულ ხალხში ვარ და ვგრძნობ ყოველთვის როგორ მარტო ვარ .
და რა მწარეა უშენობა...
რაღა დაატკბობს,
ადრე ვწვები რომ მოგიწვინო ფიქრებით გვერდით.
ჩვენიანებთან კარგად ყოფნას ისევ ვთამაშობ
და ყოველ ღამე ოცნებებში ვწევარ და ველი -
რომ ისევ მოხვალ ჩემს თავსთუმალს ისევ დადგები,
დამხედავ შენებრ მზრუნველობით როგორც პატარას.
ერთ დღეს მოვალ და სამუდამოდ შენთან დავრჩები,
მაგრამ მანამდე მინდა შეძლონ ჩემი ატანა.
ბევრს ვუყვარვარ და ნუ იდარდებ ვახსოვარ ბევრსაც,
მთელი სამყარო გაფერმკრთალდა შენს შემდეგ ჩემში.
ყველგან დაგეძებ, სამწუხაროდ ვეღარსად გხედავ
და გონებიდან შენს მოლოდინს ვერაფრით ვერ ვშლი.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი