0 51

მე ვარ ქვეყნიდან ...


მე ვარ ქვეყნიდან სადაც წუხელ ილია მოკლეს,
გალაკტიონი გადამხტარა ღია ფანჯრიდან.
სადაც სიცოცხლეს უსათუოდ სიკვდილი მოსდევს
და სადაც ყოფა რეალობის ძველი თარგია.

ხან ცივა... ბნელა... მარტო ხარ და არა გახარებს,
ლოდინისათვის მიზეზებსაც ისე გაცლიან
გრძნობ საკუთარი არსებობა დაგასამარებს
და ყველაფერი რასაც ხედავ დიდი ფარსია.

სადაც ნაგავი სანაგვეებს პირამდე ავსებს,
ემოციები მთელს სხეულზე დარდებად დაგდის.
გარბიხარ, მაგრამ ვერ გაურბი წარსულის ლანდებს
და აქ სიცოცხლე უსათუოდ სიკვდილთან გადის.

მე ვარ ქვეყნიდან სადაც ხორცი სულზე ძვირია,
სადაც ვეჩვიე ბნელ ქუჩებში ღამით ხეტიალს.
სადაც დგებიან და მოსვლამდე ისე მიდიან
დაგაკარგვინებს ხვალის რწმენას სულით ღმერთიანს.

აქ წუხელ ღამით წიწამურთან ილია მოკლეს,
გრანელს მიაკრეს სიგიჟის ზღვარს მყოფის სტატუსი.
ასიდან ერთში თუ მოისმენ გულიან ლოცვებს
და მე თუ ვინმე ტაშს არ მიკრავს ამას რა უჭირს.

ჩუმი 'პოეტესა'
კომენტარები (0)