ლოთი პოეტი


გალოთებულა ის პოეტი მე რომ მეტრფოდა,
მის გულს და თვალებს გაუმართავთ სასმელთან ომი.
არვის უყვარდა და იმ საწყალს მუდამ ეგონა
რომ ერთ დღეს მაინც ვიჯდებოდით ქუჩაში ორნი.

გალოთებულა ის პოეტი ვინც მე დავტოვე,
სიკვდილის წინაც წარმოუთქვამს ჩემი სახელი.
რაუნდა მექნა ყოველგვარი გრძნობის არ მქონემ
ვერ გავბედე და ვერ დავუნთე წმინდა სანთელი.

გალოთებულა ის პოეტი ჩემზე, რომ წერდა
და ჩემი სულის სიმახინჯე ისე დაფარა,
რომ მის ლექსებში მე მიწიერს არაფრით ვგევარ,
რომ მის ლექსებში ანგელოზებს ცხადად მადარა.

გალოთებულა ის პოეტი სიკვდილს რომ სდევდა,
შარშან კი ამ დროს უპოვიათ მისი ცხედარი.
სად არ ვეძიე და მე მის მსგავს ვეღარსად ვხედავ,
სად არ ვეძიე მისი მსგავსი ვერვინ ვერ არის.

გალოთებულა ის პოეტი რომ შევიყვარე,
დამიგვიანდა სიყვარული ცოდვანარევი.
მე საკუთარი არსებობაც ვერ შევიწყალე
და ღმერთს რა ვთხოვო... რით ვამართლო ცოდვა ამდენი.

ჰო... ის ჭაბუკი ჩემთვის წერდა შესაშურ ლექსებს,
ჩემი ბრალია რაც კი მტკივა ახლა ყოველი.
ევას ვაშლივით ვაცდუნე და დაკარგვის შემდეგ,
შემყვარებია სიყვარულით მთვრალი პოეტი.

ჩუმი 'პოეტესა'
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი