ტანგო წვიმაში ...

დღეს აქ ბოლოჯერ ჩამორეკეს ტაძარში ზარი,
დღეს აქ ბოლოჯერ დაასველეს ცრემლებმა მიწა.
უკანასკნელად შევიგრძენი საჩემო დარი
და უკანასკნელ პაემანზე მეწვიო მინდა.

გპატიჟებ როგორც ძველ ნაცნობს და არა ჩემიანს,
ჩვენი სურათი შემახსენა დამტვერილ თარომ.
დუმილი მეფობს და ერთს გთხოვ რომ როგორც გჩვევია
ხელი ჩამჭიდე წვიმის ხმაზე ვიცეკვოთ ტანგო.

ტანგო წვიმაში...
თუკი შენ გსურს ოცნება გიჟის,
სურვილი ბოლო ან უწოდე ზმანება ღამის.
მე ყველა შენი გაღიმება სიკვდილად მიღირს
და მზად ვარ შენთვის კიდევ ერთხელ დავკარგო თავი.

ზიხარ და ალბათ მიმქრალ გრძნობას მადარებ გულში
და თავიც ისე გიჭირავს რომ შენი არ მრქმია. 
მე კვლავ კოშმარი დამესიზმრა საბრალოს გუშინ
თითქოს ვიღაცა შენს თლილ თითებს ჩემსას აცლიდა.

მზისფერ ფიქრებმა გადაიკრეს სიშავე თეთრი,
და ჩემში მხოლოდ შენი მზერა რჩება უცვლელი.
ამ დიდ სპეკტაკლში როლი მერგო მტირალი გედის,
ვისაც ცრემლებმა დაუსველა გრძნობის ფურცლები.

ღამეა უკვე...
-შუაღამე! ( მისწორებს ვიღაც)
და დრო დუეტის იწურება სოლოდ რომ დამრჩა.
უკანასკნელი პაემანი წვიმაში მინდა
მე რახანია გპატიჟებ და დღემდე არ სჩანხარ.

თურმე რეჟისორს დაჰკარგვია სადღაც კალამი
ბოლო პაემანს დასასრულის აკლია ტექსტი.
მოგონებები ვერ გაქრება მუდამ აქ არის
გულში რომლითაც ვერასოდეს სათქმელი ვერ ვთქვი.

ავტორი: ჩუმი 'პოეტესა'