სუიციდი


ბევრი ვეხვეწე,
ბევრი ვთხოვე,
არ მიჯერებდა.
ისიც ვუთხარი,
რომ ამის შემდეგ
ღმერთის სასჯელი 
არ ასცდებოდა.

დილით,
სადენით დაკიდული
ვიპოვე ჭერზე
შავი ნათურა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი