ანგელოზი

აღსარების შემდეგ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, ფრთხილად იყავი, ანგელოზი ხელს ჩაგკიდებს და ჩუმად გატარებს... შემდეგ ღმერთს ეტყვის, მან თითქმის ყველაფერი ისწავლა, ვნახოთ, უჩემოდ როგორ მოიქცევაო... იგი ხელს გაგიშვებს, რათა შორიდან დაგაკვირდეს... 
და, სწორედ ამ დროს, დაიწყება შენი გამოცდა, მოვა სატანა და შეეცდება, ცოდვისკენ გიბიძგოს....
* * *
   როცა ტაძრიდან გამოვედი, მფარველ ანგელოზს ვთხოვე, არასოდეს მივეტოვებინე და ინსტიქტურად გვირილას დავწვდი, ფურცლებს ნელ-ნელა ვაწიწკნიდი და ჩუმად ვბუტბუტებდი - „ ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ... „ და გვიან „აღმოვაჩინე“, რომ ( „პირობა დავარღვიე“ ).... დანაშაულს მივხვდი, როცა სინანულსაც არ ჰქონდა აზრი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, სინანულით განცდილი ტკივილის სიმწარე ვიგემე, რომელმაც იარა დამიტოვა... 
ცრემლები წამომივიდა, დამნაშავემ თავი დავხარე, ტკივილი დროდადრო იმატებდა ჩემში... და მივხვდი, რომ ანგელოზმა მიმატოვა... თითებს შორის ვეღარ ვიგრძენი მისი თბილი ხელი, ცოდვილს აღარც მისი ჩურჩული მესმოდა...
ანგელოზი არ მყავდა გვერდით, მსჯავრდებულს ღმერთის განაჩენი მელოდა ცაში... მარტო დავრჩი... და მარტოობას არ ჰქონდა ზღვარი....
ეილინ ეილერი