ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

ჩემს სურვილს "ვიყენებ"

ვთამაშობდით.... ბოლოს, ერთი სურვილი დამრჩა გამარჯვებულს, რომელიც არასოდეს "გამომიყენებია" და დღეს მინდა "გამოვიყენო " .... 
ალბათ, ისევ გახსოვს ჩემი ცრემლიანი თვალები და დღე, როცა დარჩენას გთხოვდი... როცა მთელი გულით ვცდილობდი, რომ არსად გამეშვი.... 
  მიმატოვე.... იცოდი მიყვარდი და, მაინც მიმატოვე.... დამიტოვე ტკივილი, მარტოობა და იმედგაცრუება. თვითონ კი ჩემი გული წაიღე სახსოვრად, რომელშიც, ჩემდა უნებურად, სიცივე ჩავასახლე. 
ვთამაშობდით....გაქცეულს დასაჭერად დამდევდი, თუმცა, კვლავ მარცხდებოდი და ხმაში სისასტიკე და სიმკაცრე გიკრთებოდა.... მე ცრემლები მადგებოდა თვალებზე და მხრები პატარა ბეღურასავით მითრთოდა. 
  იცი? იმ დღეს, როცა ჩემგან მიდიოდი, ძალიან სევდიანი თვალები გქონდა.... ვგრძნობდი, რომ წასვლას არ ჩქარობდი, ნელ -ნელა აგრძელებდი გზას.... 
მე ისევ მარტო ვარ.... შენგან მიტოვებული დროსთან და ტკივილთან ვთამაშობ დაჭერობანას და, უნებლიეთ, ტკივილს ვიჭერ პატარა ხელებით. ... 
  ახლა კი, მინდა გითხრა, რომ მენატრები, ძალიან მენატრები და, მინდა, დაბრუნდე....
ჰო, სურვილს "ვიყენებ " და ვამბობ: "შემიყვარე, სამუდამოდ შემიყვარე "....
ეილინ ეილერი