ეილინ ეილერი

მწერალი, ლიტერატორი

შემოდგომა

შემოდგომაა... ქუჩაში ცივა... ცივა და სწორედ სიცივე მახსენებს საკუთარ თავს... ამინდივით ცივსა და ჩიტივით მობუზულს... მტკივა ტვირთად ნაქცევი სიყვარულის ნაფლეთებად ქცეული ოცნებები.... უსასრულოდ მტკივა... მიჭირს კალმით შენამდე ტკივილი მოვიტანო.... დღეს კი ასეთია ბედისწერა... მიმატოვე.... ჰოდა, მარტო დავრჩი.... არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე მარტოობა.... თუმცა, შევეგუე, ყველაფერს შევეგუე.... მზად ვარ ვარ, რომ შენს გამო ხელახლა დავიტანჯო და ტკივილი ბოლომდე დავითმინო, ოღონდ მჯეროდეს,რომ ბოლო კეთილია ჩვენი ზღაპარივით... 
    გამასამართლეს... მე შენსა და იმ სიყვარულის გამო გამასამართლეს, რომელიც არასოდეს მღირსებია... ცილი დამწამეს.... იმედი აღარ მაქვს, რომ მარტოობას ბოლო მოეღება.... მინდა შემეძლოს, რომ ტვირთად ქცეული სიყვარული მარტომ ვიგლოვო... მერე კი შემოდგომას ტკივილი შევატოვო და სადღაც გავიქცე... მაგრამ ახლაც ბედისწერა დგას ჩემს წინ და ირონია არ სცილდება მის ბაგეს... - მიგატოვეს.... - მეჩურჩულება ტკივილი და თავში ათასი აზრი მიტრიალებს.... ნუთუ, მართლაც ასეთია ბედისწერა? ნუთუ ბედისწერას შეუძლია დაცემული გამთელოს და ფეხზეც დამაყენოს.... თუმცა, ტკივილია ყველაფრის დასაწყისი... ტკივილმა მომიტანა უშენობა... 
                                                                                       ეილინ ეილერი