პატარა პრანჭია


როცა სახლში მარტო ვარ,
მიყვარს, ცეკვა-თამაში.
ვლამაზდები სარკის წინ,
ჩემ დედიკოს კაბაში,

ისეთი ლამაზი ვარ,
ვით ფერია ზღაპარში.
გამეთხუპნა თითები,
თვალ-წარბების ხატვაში;

მოვიხატე ტუჩებიც,
მოვარდისფერო საცხით,
თმები გადავივარცხნე,
ოქროსფერი სავარცხლით.

სახლში რომ დაბრუნდება,
მსურს, ვუჩვენო მამიკოს,
დედას ფეხსაცმელებით,
როგორ ვცეკვავ „ფლამინგოს“
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი