ჩაფიქრება


ღამე იყო ზამთრის,მშვიდი
და ეზოში წყნარად თოვდა,
მაგრამ სისხლი კაპილარში
რაღაცისთვის მაინც ჩქროლდა.

რაღაცისთვის დაწყებული 
სისხლის მწარე აჩქროლება,
მაგონებდა გალაკტიონს  -
მის ცხოვრება მაგონდება.

მახსენდებოდა მთაწმინდა,
თუ როგორ ეწამა,ევნო,
განა მართლა ადვილია
გულში სხივი ჩაიყენო?

ფანჯარაში მოფრენილმა 
კიდევ ერთი მითხრა ფიფქმა:
გაგიტაცა ,,მეფე ლირის" 
მწარე ცხოვრებაზე ფიქრმა?

დავეთანხმე, კი ვუთხარი,
გავაგრძელე მასზე ფიქრი
გავიხედე აღარა ჩანს 
მონარნარე თეთრი ფიფქი.

მერე უცებ გამახსენდა
ამ ცხოვრების ერთი წუთი,
და დავხურე გაღებული 
საიდუმლო სიზმრის ყუთი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი