0 45

კართან...


ჩაივლი კართან,გაღებულ გულით
და არ მიუშვებ არავის მასთან,
ხოლო ჩავლილს,უკვე მღელვარ სულით
მიხვალ უფსკრულთან,შავთან და ღრმასთან.

ჩაივლი კართან,გაღებულ გულით
არვის მიუშვებ უცნაურ სულთან,
ტვინს ამოივსებ ბინძური მურით
მსგავსად,ასევე ბინძურად სუნთქავ.

ჩაივლი კართან,გაღებულ გულით
არ გააკარებ არავის მასთან,
გაწყვიტავ ძაფებს ჯალათის ცულით
ჩატეხავ ხიდეს აზრთან და არსთან.

როცა ჩავლილი მოხედავ უკან
მოგესურვება კარის გაღება,
ცრემლების ხმებით სევდას განკურნავ
და ამ ცრემლებით დაგიღამდება.
კომენტარები (0)