უარსო


სიცოცხლის აზრი,სიცოცხლის არსი 
გავიგეთ ან ჯერ კიდევ დამტვერილ თაროზე გვიდევს.
რაც უნდა მოჩვენებით ვწმინდოთ მტვერი,
მაინც დარჩება ნაგავი,ფარსი.
მაიც დარჩება ჭუჭყის მარცვალი და
მაინც,მაინც ვიქნებით ასე უარსო.
სიცოცხლის აზრი,სიცოცხლის არსი 
გავიგეთ ან ჯერ კიდევ დამტვერილ თაროზე გვიდევს.
ორი გულის ძგერა ერთმანეთს ესმის,მაგრამ
ერთი მეორეს სიძულვილს ესვრის,
რადგან მტვრიანი თარო დარჩა გადასაწმენდი.
რადგან ვერ გავიგეთ ცხოვრების ბედი,
რადგან არ ვიცი,ადამიანო!,ერთმანეთი,
რადგან ვნებების ნაცვლად გავყიდეთ ღმერთი.
რადგან ერთმანეთს ვეღარ ვცნობთ კარგო,
რადგან ერთმანეთს დავშორდით,რატომ?
სიცოცხლის აზრი,სიცოცხლის არსი 
გავიგეთ ან ჯერ კიდევ დამტვერილ თაროზე გვიდევს.
რაც უნდა მოჩვენებით ვწმინდოთ მტვერი,
მაინც დარჩება ნაგავი,ფარსი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი