მაშინ როცა...


მაშინ როცა ცას შევყურებ
აელვებულ ნატვრის თვლებით,
ფოთლების შრიალს ვეღარ ვუმზერ
გაჰკივიან გამალებით:

ნახე,როგორ აელდება მომავალის მთები მწვანე.
ნახე,როგორ დაფრთხებიან ეშმაკების დარაჯები.
შეხე...როგორ მაგრდებიან!კავკასიონს აანათე.
შეხე,როგორ დავუმტვრიო ავებს,შავებს ყავარჯნები.

მაშინ როცა შენთან მოვალ
და გეტყვი მიყვარ-ს ძლიერ,
გაგიჟებით ღრუბლრბს რომ ვარ
შენც ცოტათი ჩაიწიე.

მაშინ როცა კავკასიონს დაადგება სვეტი ნათლის,
წერეთელს და გალაკტიონს აენთება წვერი სანთლის.

მაშინ როცა ალაზანი გადაიარს ცხრა მთას იქით,
ილია და მარაბდანი წარმოთქვამენ ლოცვას ფიცით.

მაშინ როცა მცხეთის ჯვარი ამაღლდება კიდევ უფრო,
ტარიელი და დარეჯანი ჯვარს დაიწერენ საუფლოს.

მაშინ როცა აინთება ცაზე მზე და გულში ღმერთი,
შეენთდება ჩრდილო,სამხრეთ,აღმოსავლეთ,დასავლეთი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი