მე მინდა...


მე მინდა ვიყო არსების რისხვა,
გზააბნეული კაცის გონება.
პირჯვრის წერა და ხატებთან მისვლა
იმედით ვრჩები,დამემონება.

სურნელი დამდის გულის კარამდი
თავისუფალი სულის ფარფატის,
ვეღარ მოვიცდი მგონი ხვალამდი
სურვილი მიპყრობს სულის გაფანტვის.

ფრენა,ფრენა მინდა მაღალი ციდან
ათრთოლებული გულით ვარდნილი,
ცდუნების ელფი მალე წავიდა
თან წაიღო ვნების გრაგნილი.

გონის ვარსკვლავი ჩნდება,ინთება
არასდროს იძვრის იმ ალაგიდან,
მალე სიცოცხლე გაგვიძვირდება
გადავვარდებით ლიანდაგიდან.

ვფიქრობ,ვვაზროვნებ ღამის წყვდიადში
ვნების სუნი ქარმა წაიღო,
ჩემი,ჩემი გულის ხვაშიადრში
ის რაღაც მაინც სხვა იყო.

ღამდება.ჩნდება,ინთება მთვარე.
ვეძახი ცაში სულ არეული,
გადმოდი,ჩამო ჩემთანაც მალე
მე ხომ სულ გიცდი ვნების ჩარჩოში
ვერ დატეული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი