დრო და სივრცე უგულვებელყოფილია


-გასათვალისწინებელი ფაქტებითაა განპირობებული ჩვენი საუბრის მთავარი თემა.
-ბატონო?
-დიახ,დიახ.სწორედაც რომ.
-აააააა.
-ოოოოო.
                     დრო და სივრცე უგულვებელყოფილია
-ნახეთ აბა,როგორია? შეაფასეთ,დააკვირდით და დასკვნა მერე გააკეთეთ!
-დააკვირდი კარგია,მაგ დაკვირვებას და დასკვნის გაკეთებას თავი უნდა და ამასთანავე დრო.
-ჰ,დრო.მაინც რამდენი?
-რამდენიც საჭირო იქნება.
-მერედა შენ არ გაქ იმდენი დრო რამდენიც ჭირდება დაკვირვებასა და დასკვნების გაკეთებას?
-არ ვიცი სადღაც იქნება,მაგასაც დაძებნა ჭირდება.ჩვენ ახლა სად ვართ?
-იქ სადაც უნდა ვიყოთ.სა-მო-თხე-ში!
-მერედა აქ მე არ შემიძლია დაკვირვება და დასკვნების გაკეთება!
-სად ინებებთ?
-იქ,ადამიანებთან.იქ ხომ დრო და სივრცე უგულვებელყოფილია!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი