, , ,
ლურჯი ფიფქების თოვა მესიზმრა, აღსარებისთვის დრო რჩება მცირე, ცხოვრება მიდის უჩუმრად,მდორედ, მე და შენს შორის გაუსვამთ ტირე, ფიფქები ცვივა,ფერია უცხო, ვერავინ იგებს,მძიმეა სევდა; ხელი დამადო ცხოვრებამ ხელზე, გამქრალა სადღაც ამ გულის ფეთქვა, ლურჯი ფიფქების თოვა მესიზმრა, აღსარებისთვის დრო რჩება მცირე, მე და შენს ამბავს ტანჯვით დავუსვი არაფრისმთქმელი მდუმარე მძიმე.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი