...და ბოლოს


..და ბოლოს ისევ დასაბამია
დასაბამს თურმე რქმევია ბოლო
იქნებ არც ღირდა, ან იქნებ ღირდა
ან იქნებ ქარს ან წყალს გავაყოლო

..და მაინც თურმე არ დავრჩი არა
თურმე დარჩენა ყოფილა წასვლა
და თუ ოდესმე ვყოფილვარ სადმე
თურმე არასდროს ვყოფილვარ არსად

იქნებ ჩემგვარი ფიქრების  მსგავსი
 ჰქონდა თბილისთან  მტკვარსა და არაგვს
ცხოვრება თურმე ყოფილა ფარსი
ცხოვრების თურმე ვაგროვებ მარაგს

..და კვლავაც ისევ ოცნებით ცისკენ
..და კვლავაც ისევ ოცნებით ციდან
დაბრუნებული არ ვიცი რისკენ?!
განშორებული არ ვიცი რისგან?!
1 კომენტარი
.....7 წლის წინ

კარგი ლექსია❤

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი