ღირდა...


წამებში გათვლილ მიყვარხარს გეტყვი
წუთში მოპარულ ვარდებთან ერთად,
განა რა არის ამაზე მეტი ?! განა რა გიყვარს ამაზე მეტად ? 
როგორც კამკამა ნაპირი ზღვის და 
გამორიყული თევზების გჯერა.
როგორც ფოთლების შრიალი გესმის
ისე სიყვარულს ოქროსფრად ვხვედავ.
წამებში გათვლილ მიყვარხარს გეტყვი
წუთში მოპარულ ვარდებთან ერთად
ფანჯრის რაფიდან მე შემხედვარე, 
სხვის ფანჯარაზეც შენს სახეს ვხედავ.
განა რა არის ამაზე მეტი?! განა რა გიყვარს ამაზე მეტად?
როგორც ხელები დასისხლულ ფერის
ისე წმინდაა ფერები ცისა.
მე შენი ჩემთან არსობის მჯერა
და პოეტურად ეს ავსხნა მინდა.
ვიდრე ბეღურა რაფაზე მჯდარი,
ვიდრე თოვლივით ხელები წმინდა.
ეს ყველაფერი , რომ დამერწმუნო,
შენი წუწუნის ატანად ღირდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი