ჩემო ლამპიონო


აღარ დამრჩენია რითმა სათარეშო,
სიტყვად გამომგლიჯეს სული ნაბიჭვრებმა,
ქუჩის უსასრულო გზაზე მიმავალი,
ნაფაზს ვეგებები , ტკივილ გამტარებად.
ალბათ ბოლო არის აქაც სიარული,
ღამის ლამპიონი ნათლად მეგებება,
ჰოდა ნუ ჩაქრები ჩემო მეგობარო
თორემ გზის გამკვლევიც, აღარ მეყოლება.
სიტყვებს რომ გამოვცრი, ტკივილს ჩავაყოლებ
ისე ნათლად როგორც დღეს გზას მინათებდი.
გულის ამონაგლეჯ ნაწილს დავწეპავ და
ადგილს მიგიმაგრებ რითიც ანათებდი.
უცხო  ფიქრებს ვგავარ ალბათ იმ თოლიის,
ბნელეთს გამომვლილი უკან რომ ბრუნდება.
იცი როგორ მგავხარ?! სახლის კიბეებთან,
ნათელს მოკლებული სითბო გველოდება.
მაინც ნუ ჩაქრები ჩემო ლამპიონო
ღამის სიწყვდიადე ისევ გელოდება !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი