OK


როცა დავტირი გამოწვდილ ხელებს
სადაც ვერ ჩავდებ ხუთ თეთრზე ზედმეტს
როცა ვუყვირი სულ უცხო ბავშვებს
ქვით ნუ დასდევენ  მტრედებს.... და შაშვებს....
როცა არავის ადარდებს ქვეყნად
იცოცხლებ 100 წელს, თუ ამ წამს მოკვდები,
როცა სასწრაფო(დ) წაგიყვანს ღმერთთან
გზას დაუთმობენ ანგელოზები.
როცა სიმთვრალე გვაქცევს გმირებად,
სამშობლოს უცებ გვიხდის საფიცრად...
როცა გმირ შვილებს დასტირის დედა..
მაშინ ჩუმ ცრემლებს ვჩუქნი სამძიმრად.
როცა მაოცებს გინება ქალის,
და ქართლის დედას მასხრად იგდებენ,
როცა არ გვინდა გადახდა ვალის, 
თუნდაც დედ-მამას გარეთ გვიგდებდნენ.
არ შეგვიძლია ... ვალის აღება?!
ევროპის ყველა კარის გაღება?!
ლიბერალური ერის ღირსება...?!
ყველაზე შავად ჩაგვეღიმება...
როცა  სიმართლეს ელევა გზები,
არ მოასწრებენ ახლის დაგებას...
ვერ დავუდგები მოწმე-თავდებად
ტყუილის ლამაზ გასამართლებას...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი