ოღონდ იგაზაფხულე...


ჰ. მოკლედ უნდ მოვყვე რაა, თორემ გასკდა გული....
მ. მოითმინეთ ჯერ ჯობდა ლამაზი შესავალი გაგეკეთებინათ, როგორც ზოგადად მოწონებულია .
ჰ. თუ დაჟინებით ითხოვთ...    
…. იყო ისევ გაზაფხული  
.... და მე-ც ისევ იმაზე ვფიქრობდი, რომ... რომ არა გაზაფხულის სიღრმისეული შეგრძნების უნარის დათრგუნვის სენი, სიცოცხლის სიყვარულის გრძნობას შერეული იების სურნელით ტკბობის აღქმის ახალი აღთქმასავით არარსებული სხვენის ობმოდებულ სკივრში ჩაკეტვის სნეულება, ალბათ სულ ვიქნებოდით ბედნიერები.
მარტმა წაიღო სიცოცხლეები და დაესესხა სიცოცხლეს აპრილს...
LIKE –UNLIKE  (საკითხავი ეგ დარჩა მხოლოდ)
Comments:
ა. ი.. ი... ა    მეც წამიღო მარტმა...
ბ.  ცოცხალი ხარ? 
ა. არა და აღარ , მაგრამ ... დავესესხები სიცოცხლეს აპრილს, თუ დამაბრუნებს ასე გადაღლილს...
ბ. აღარ დამტოვო  დაგწყევლი და გისურვებ სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ ჩემს გაზაფხულში. 
ა. ნუ მაშინებ შენი სამი თვით, ისედაც ცხრა თვე გემალე დედის გულს ამოფარებული.
ბ. სულს შევ(უ)ბერავ შენს დაღლილ სულს და შენც აგაცეკვებს ეს გაზაფხული 
ა. სულელო ბავშვო  ზაფხულივით ცხელი სუნთქვა გაქვს, როგორ მინდა გადავირბინო შემოდგომა და გავიგრილო ფიქრები ყინვით.
ბ. ....  და დაბრუნდები ჩემს გაზაფხულში  ვერ გაექცევი ამ ჯადოსნურ  წრეს.
ა. არც გავექცევი  უბრალოდ დავკარგავ იმედს, დავივიწყებ გაზაფხულის შეგრძნების ცხრათვენათევ თანდაყოლილ ინსტიქტს, გა/დავაბიჯებ ვერდანახულ იას და ჩავრთავ „შავ ფიქრებს“ ისე ხმამაღლა, რომ თვით ბუნებასაც გამორჩეს გაზაფხულის სიცოცხლის მრავალხმიანობა.
ბ. როგორ იცხოვრებ უგაზაფხულოდ? 
ა. როგორც ცხოვრობენ სხვები ...(ი) ები ... ები... ბევრი ....
ბ. უგაზაფხულოდ?
ა. უშემოდგომოდაც  სულელო ბავშვო
ბ. უი-ოდ, უმერცხლოდ და უფოთოლცვენოდ?
ა. ხო, როგორც ... აი (ია) ასე:
მე - უმ(ა)ისოდ, ის _ უჩემოდ და უ-(განა)-ჩენოდ . 
ბ. მაშინ რად გინდა ზამთარ-ზაფხულიც?
ა. რომ გავიყინო და რომ დავიწვა, როგორც თვითმკვლელი მოკვდავი ჯოჯოხეთს,
რომ იქაც მკვდარმა ვიხილო ისევ, როგორ მიშველი მომაწვდი თოთო ხელს..
.. რომელსაც არ ეშინია დაწვას ჯოჯოხეთის ზაფხულის სიცხემ და გაყინოს ჯოჯოხეთის ზამთრის სუსხმა...
ბ. ხო მე მოვალ  გადაგარჩენ  შენ შენ შენ 
ა. სულელო ბავშვო ვინ შემოგიშვებს შენი აჩემებული გაზაფხულით იქ სადაც ებრძვიან, კლავენ სიცოცხლეს. გამოგაგდებენ როგორც უზნეო ნათელს  რომ უჭყიტინებ.
ბ. მე მაინც მოვალ და .. სულ შენ გაჩუქებ ჩემს ნაწამებ  გაზაფხულს.. გეფიცები არ დავიტოვებ ერთ ძირ იასაც...
ა. ამოგძირკვავენ უგაზაფხულოდ,  როგორც იას ექცევიან გაზაფხულზე ჩემნაირები და მერე სადღაც გისვრიან ნაგვად.
ბ. მე მაინც მოვალ და... მოვიტან სიგრილეს, გრილ სიოს, ნარნარ სიცოცხლეს... რასაც ავზიდავ სულ წამოგიღებ.. ეგებ გიშველო.. გადაგარჩინო...
ა. სულელო ბავშვო, ოოოო, რომ იცოდე რა დიდია ბაჟი აკრძალულ ნივთთა აქ შემოტანის, მოგთხოვენ სრულად სიცოცხლის წამებს, რომ აუვსო უძირო თასი.
ბ. მე მაინც მოვალ, და... მანდ დავრჩები... იქვე მოვითხოვ შენს გვერდით დამრგან .. მხოლოდ ერთ რამეს უნდა შემპირდნენ, რომ არ გადამრგავს არავინ სხვაგან, უწყლო მიწაშიც გავზაფხულდები, თუ კი თვალები მიყურებს შენი, თვითონ ეშმაკიც კი გაიოცებს პატარა იამ ეს როგორ ვქენი. 
ა... ი...ი... ა... მე ცოცხალი ვარ .. მე შენით ვცოცხლობ... ეს გაზაფხულიც შენისულია...
                       როცა დავეცემი სულ-ში მიყვავდები... და ეს გენიალურია... ია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი