0 92

მივყვები ლანდებს


მივყვები ლანდებს, შენს გავლილ ქუჩებს
ივნისის ბოდვას, დეკემბრად ცივა,
უღრანში ღამეს, მთვარიან შუქზე
ჩემს მონატრებას ედება ყინვა.

მივყვები ქარებს, სუსხიანს ძლიერს,
ზაფხულის ღამით, ზღაპრულად წვიმდა,
დახუთულ არეს, გაყინულს, ცბიერს
ჩემს მონატრებას ფოთლებად შლიდა.

მივყვები ჩრდილებს, აგვისტოს შუაში,
უკან მომყვება წუხილი შენი,
თურმე ზურგს უკან,
შენ დამრჩი მარტში,
მე კი უკვე ვარ სექტემბრის პირას.
კომენტარები (0)