სისხლდენა


კირქვათიხიანს, ბზარებიდან მიჟონავ სისხლად,
მიპოხიერებ სულზე მიყრილ მიწის გოროხებს.
იანვრის სუსხი დაჟანგებულ ხერხემალს მიხრავს
(ყველა სიცოცხლე, სიკვდილს მონახავს,
როგორც, ნასოფლარს - მეწყერი),
თუნუქის ზეცას სახსარნატკენ მკლავით ვეყრდნობი.
არ მაქვს შენდობა
და ყოველ სისხამს, მისხალ-მისხალ, სისხლად მეცლები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი