დაცემა


იანვრის პირქუშ, რუხ ამინდში
მახრჩობს ჟანგიანი ხველება.
ვარ აჩონჩხილი მეხამრიდი,
ხმელი, ნუჟრიანი ხელებით.
თიხა ვარ, ხახადაღებული,
დახეთქილი თხემით-ტერფამდე,
ღამის მანტია-საღამურით,
მტვერში გათქვეფილი პირბადით.
დღესავით ცხადი ღამე არის,
სული - ხერგილი, მიწიანი.
ვეცემი, ნაბიჯარეული,
როგორც, ვეჩელი ტიციანი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი