პერსი ბიში შელი


სიყვარულის ფილოსოფია

ყველა ნაკადულს, რა თქმა უნდა, მდინარე ხვდება,
თავად მდინარეს-ოკეანე დაუსაბამო,
სამოთხის ქართა უთვალავი წყება და წყება,
ტკბილი განცდებით შემოივლის ცათა კაბადონს.
ვერა, ვერ იტყვი ვერავისზე, მარტოდ არისო,
ქვეყნად ყველაფერს ღვთაებრივი გულისთქმა ავსებს,
თვისტომი თვისტომს უერთდება სამარადისოდ
და რატომ არ ვართ, საყვარელო, მე და შენ ასე?

შეხედე, ზეცას მთები როგორ უძღვნიან ამბორს,
ნახე ტალღებიც, ერთმანეთზე გადაჭდობილი,
ყვავილი ყვავილს აპატიებს ყველაფრის გამო,
გულში ჩაიკრავს ყველაფრისთვის დობილს-დობილი.
მზის ათინათი სხივთა ფენით მიწას ანაზებს
და მთვარის შუქით მოოჭვილა ზღვათა მორევი,
ოღონდ მითხარი, რა ფასი აქვს ამ სილამაზეს,
თუ ვერასოდეს ვერ გაკოცებ ვნებამორევით.

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი