უილიამ შექსპირი სონეტი #60


როგორც ზვირთები აწყდებიან ნაპირს და ქვიშრობს,
დასასრულისკენ მიილტვიან ჩვენი წუთები,
ყველა ერთმანეთს ენაცვლება, თითქოსდა, იშრობს
ყველაფერს, რასაც დღეცისმარე ვესათუთებით.

თუ სიჭაბუკეს უქადიან გვირგვინს და დაფნას,
ცოტა ხნით მოაქვთ ყვავილები ახალ-ახალი,
გაივლის დრო და მის დიდებას წყვდიადი ზაფრავს
და ნაოჭებად გადაუვლის ჟამი მსახვრალი.

რომ წარილტობა სილამაზე ორწილ თუ ასწილ,
მივხვდებით თავად, სრულქმნილება როგორ მოისრა
და სიყმაწვილე დასრულდება ჩვენივე თვალწინ,
როცა ყველაფერს გადაუვლის ცელი დროისა.

მაგრამ ჩემს ლექსებს ვერ გათელავს ჟამი ვერანი,
შენი დიდება რომ ვერასდროს ხელყოს ვერავინ. 

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი