ავტოპორტრეტი


მიყუჩებული ტკივილი (ბარემ ხუთი თუ ექვსი)
და ხასიათი, როგორც
უხასიათო ლექსი.
ხსოვნაში უნდა ვლექო, გამძლე და ვერც მთლად კაჟი,
ჩემი ტკივილის ექო, შეყოვნებული გზაში. 
როგორც ნაცნობი იდეა, ანდა უცნობი როლი,
არა ასე და იმდენად,
არც უპირველეს ყოვლის.
არა ამდენი ნათლით (ყველა რომ ასე ელტვის)
იმ ჩემი წილი მადლით, იმ ჩემი წილი ბელტით.
ჩემი ვნებით და ლხინით,
ჩემი ბოღმით და ჯავრით,
(სანთლით დაეძებს ღიმილს უწუთისოფლო მგზავრი)
იმ ჩემი წილი "ცალფა ოცნების" ბოლოს სტიქსით,
ომეგას პლიუს ალფა, 
ზეტს გამოკლებულ იქსით.

...სარკეში ვხედავ კაი ხნის დაყადაღებულ მზერას,
იმან იკითხოს საწყალმა, მე სხვა კაცი ვარ, მე რა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი