ბავშვობა (მეგობრებისადმი)


ჩაგვეღვარა ცხადში, აგვეკიდა ძილში,
შორიახლო არეკლილი კონტურების შიში.

გახელილი სევდით დახუჭული თვალი,
მორკალული მთვარე, ჭინკას განათვალი.

იმ სიწმინდის წიგნი რა ხანია გაცვდა,
ერთმანეთს რომ ვკითხულობდით ასო-ასო, მარცვალ...

სახელები, ფერადები, რაღამ ამოშალა...
იმ ნაკვალევს მივუყვები,
იმ მითოსურ შარას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი