* * *განკითხვის დღესაც ვერ ავიცილებ


განკითხვის დღესაც
ვერ ავიცილებ,
დავრჩი სიშორის
მწარე ლექსივით,
მე-ნაზამთრალი 
აბგის სიცივე,
გაზაფხულებით 
ამოკემსილი.

გიგონებ უხმო
წუხილზე მეტად,
განიძარცვება 
ხსოვნა სრულებით.
სადღაც, მერცხლების
ბუდესთან სხედან,
ჯერ გაუშლელი
გაზაფხულები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი