* * * გარეთ დუმილის ექო შრიალებს


გარეთ დუმილის
ექო შრიალებს,
ფარდაც ეშვება
დუმილის მერე,
რაც ავიწყდებათ
ადამიანებს,
ყველაზე ხშირად 
იმაზე წერენ.

... და როგორც წესი,
ვიღაცას სჯერა,
რაც ხდება ქვეყნად
ერთხელ და მხოლოდ,
რომ გრიგალივით
ჩამდგარი მზერა,
საკუთარ თავსაც
ირეკლავს ბოლოს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი