* * * ვკრიფე თუ ვკაფე ეკალ-ხნარცვები,


ვკრიფე თუ ვკაფე
ეკალ-ხნარცვები,
ვთოხნე თუ ვწალდე
საყანე ბოღმის,
ადრე თუ გვიან
განვიძარცვები,
იმ ჩემი წილი 
ლენცოფის მოღვრით.

ადრე თუ გვიან,
ნაცნობი გეშით
და ჩამომტყდარი
ფრთების სავსავით, 
როგორც სიკვდილი,
შემოხვალ ჩემში,
მთავარი სულის
ამოსვლასავით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი