* * *ახლა ყველაფერს ჩამითვლი ნაკლად


ახლა ყველაფერს ჩამითვლი ნაკლად,
იმას, გულიც რომ
უკან იხევდა,
ბოლო შეხვედრას სიდინჯე აკლდა,
ბოლო შეხვედრას,
ვარაზისხევთან.

სიცოცხლეს ისევ საწამლავს აკლებ,
ახლა ფითრია,
მართლა ულევი,
ჩვენ დავიღალეთ, ოღონდ, ცალ-ცალკე,
ყოფნა-არყოფნის
ნართაულებით.

...და სიკვდილამდე მემახსოვრება,
რასაც სჭირდება
კდემა და კრძალვა...
რომ მართლა უდრის ჩვენი ცხოვრება,
ვარაზისხევის
დაღმართზე ჩავლას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი