რატის ხსოვნას


სიშორე ცაზე
გამკრთალი ელვის,
მერე გადღლაც დროის ბრუნებით...
მე მაგონდები
ნაცნობი ღელვით,
კართან დუმილის მიკაკუნებით.

გულს შერჩენია,
ცრემლებით ნალბობს,
ის ბოლო ხსოვნა ჩამქრალ ქუჩების,
დუმხარ და ამით
ყველაფერს ამბობ,
ამ დუმილს ვერც მე გადავურჩები.

ოღონდ მითხარი,
ღელვით ფარულით,
რა იყო შენი გზა და მისნობა,
შენი სიცოცხლე 
და სიყვარული-
ეს წარმავალი მარადისობა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი