* * *დღეებს უშენოდ ლენცოფა წამლავს


დღეებს უშენოდ ლენცოფა წამლავს,
ძნელდება სხვისთვის გულის გაყოფა,
"ახლა სრულდება სხვაგვარი დრამა"
და ყოფნასავით მიჭირს არყოფნა.

ვიცი, რა გზებიც ვკვალე და ვკორტნე,
დროშაც დავუშვი, რაღაც წუთებით,
იმ გახსნილს მკერდს თუ გაუხსნელ კონვერტს,
ახლა გულგრილად ვესათუთები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი