გიორგი ხულორდავა - ფოტო

გიორგი ხულორდავა

აღმოსავლეთმცოდნე (ირანისტი)

0 55

* * *იმ მითიური არსებობის წრეში ვიყავი


იმ მითიური არსებობის წრეში ვიყავი,
ჯადოსნურ წრეზე აღმა-დაღმა ვიბოდიალე,
ბოლო სიკვდილიც, ხსოვნისაგან გასარიყავი,
შენივე ხელით მომართმევდა ბოლო ფიალებს.

და დავიწყების გემო შევსვი-მდუღარე შხამი,
სიშორის ფერი გადამედო შენი მზერიდან,
მაშინღა მივხვდი, საყვარელო, სულ ერთი წამით,
ის დავიწყება ასე რატომ არ მოგერიდა.
კომენტარები (0)