* * * წამომაშველა დრომ დავიწყება,


წამომაშველა დრომ დავიწყება,
დავეძებ ხსოვნას, ხელის ფათურით
და გატეხილი შუქი ნათურის,
ჩემი სხეულის იქით იწყება.

სხეულის იქით იკვრება კვანძი,
იქ, სადაც ხსოვნა წარსულს ინიშნავს,
სადაც გადიან გასავლელ მანძილს
და აღარავინ ხვდებათ ფინიშთან.

...და ტკივილამდე ტკივილს იშორებს,
ის, ვინც სიკვდილზეც ხდება თანახმა,
ადამიანი არის სიშორე,
უფრო ახლოდან უნდა დანახვა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი