იდუმალი მოჩვენება


რამდენი ხანი გავიდა 20 წუთი?20 საათი?20 დღე?
უფანჯარო ოთახში,სადაც საათიც არ არის,დრო ფუფუნებაა,რომელსაც ვერ გავწვდები.თავს ვახსენებდი,რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ყველაფერი დასრულებულიყო და ყოველი წუთი,რომელსაც ტყუილებიდან ვწურავდი,რომელსაც ასე ტკბილად ვეტრფოდი და მენანებოდა,თითებს შორის ნელ-ნელა მეფანტებოდა...ხმა გავიგონე ფლორესცენციული შუქები აინთო.ადრენალინმა სხეულში დამიარა,კუნთები დამეჭიმა,გული მკერდიდან ამომივარდა,მისი გამოჩენა ყოველთის მოულოდნელი იყო.
უკვე მჯეროდა,რომ ყოველთის მიყურებდა...მელოდებოდა,რომ მოდუნებული დავეჭირე,მაგრამ ამჯერად სარდაფის კიბეზე ერთზე მეტი ადამიანი მოდიოდა.კიდევ ერთ ქალს ხელები უკან ჰქონდა შეკრული.მის წინ მობარბაცებდა,კიბეზე წაბორძიკდა და იატაკზე მძიმედ დაეცა,ამომხედა და ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს ჩემს სასოწარკვეთას თვალებში ვუყურებდი,ამ დროს მომიბრუნდა და მითხრა ჩვენს ახალ სათამაშოს მიესალმე.
2 კომენტარი
.....7 წლის წინ

სხვანაირად წერ...და რატომ ოცი ა არა სხვა ნებისმიერი...რატომ?ასე დაგრუზული წინადადებები.?

.....7 წლის წინ

სხვანაირად წერ...და რატომ ოცი და არა სხვა ნებისმიერი...რატომ?ასე დაგრუზული წინადადებები.?

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი