დედა


მერე რა თუ კი თმაში ზამთარმა ბინა დაიდო,
დღეს ერთი ღერიც შეემატა შენს თმას ჭაღარა, 
შენს ლამაზ თვალებს სევდისფერი ნისლი დაედო,
მაგრამ შენს გულში ისევ ცოცხლობს ბავშვი პატარა.
მერე რა თუ კი შენს ნაზ ხელებს ზოგჯერ ვერა სცნობ
და შენს ღიმილში ხშირად ცდილობს დარდი გაპარვას,
ალბათ ბედია ჩემი და შენი, შენ დიდი იყო მე კი პატარა.
მერე რა თუ კი დრომ კვლავ გაგასწრო, 
წარსული, აწმყო, ერთად ატარა, 
ჩემთვის დედა ხარ დედათა შორის, 
მე კი შვილი ვარ შენთვის პატარა..
გ.პაპკიაური
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი