ამოსვრილი მაქვს ხელები შენში


ამოსვრილი მაქვს ხელები შენში,
ფრთხილად ვეხები გაყინულ ტილოს,
ტუჩებს შეაშრა შენთვის კუთვნილი
დაძველებული წითელი ღვინო...
ფერების ზღვაში ჩაძირულ ვნებებს, 
სხეულში შენთვის განკუთვნილ სითბოს,
ჩემი სიგიჟით და სიყვარულით
შემოვალესე მდუმარე ტილოს...
ამოსვრილი მაქვს ხელები შენში,
ყველა შენს უჯრედს ვეხები თითქოს,
მცირე ტილოზე ფერთა ქაოსი
შენი სხეულის ანარეკლს ითხოვს...
სურვილი ჩემი ვნებები შენი,
გადაზელილი გრძნობები, სითბო,
ტილოზე ჩვენი სხეულის ნამი, 
შენი სურნელი ჩემ სურნელს ითხოვს...
ამოსვრილი მაქვს ხელები შენში , 
შენს კუთვნილ ზღვაში გაცურვას ვითხოვ,
პატარა ნავით ორი სხეული
მიემართება სადღაც და თითქოს...
გ.პაპკიაური
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი