შენი სახელი


ეს ნოემბერიც ქარებს მიჰყვება, 
მე კი რამდენი დამრჩა სათქმელი" ...
დუმილს დუმილით ვესაუბრები, 
ჩემ სახელს უყვარს შენი სახელი.. 
ყველა სათქმელი ერთში გროვდება,
ვერავინ ნახა შენში ამდენი,
მხოლოდ მე ვნახე და ერთმა ღამემ 
გაშიშვლებული შენი სახელი.. 
ეს ნოემბერიც ქარებს მიჰყვება,
რამდენი რამე დამრჩა სათქმელი.. 
ყველა სათქმელი ერთად საუბრობს 
და ყველა სიტყვას ჰქვია სახელი.. 
დღეს სინანულით ვაცილებ წარსულს, 
ნოემბერს ვატან ქარში გამოვლილს, 
გაჩერებაზე დაველოდები 
შენს შიშველ სახელს ისევ ჩამოვლილს..
გ.პაპკიაური
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი