მზე და მთვარე


ჩამავალი მზის სხივები ეფინება რბილად მთებს
ალიცლიცდა ცაზე მთვარე
მიეგება ვარსკვლავებს
ვარსკვლავებმაც კვერი მისცეს მდაბლად თავი დახარეს
 მთვარემ იწყო განათება 
და ეფინა არემარეს 
ვარსკვლავებმაც გაიხარეს 
ჩვენი დრო დგას უკვეო 
მთვარევ ცოტა დაისვენე 
ნათელს გადგამთ გულზეო. 
მთვარემ გულით გაიხარა
 მოიწონა საქმე მათი 
გაბადრული მზეჭაბუკი 
დარჩა ჩვენი ლაღი ბადრი. 
ბადრი მთვარეც ჩამოგორდა 
ვარსკვლავებმაც მისცეს კვალი
 მთვარე ტემპით მიილია
დარჩა ფორმით მცირე ნალი. უკვე დილა თენდებოდა 
ვარსკვლავებმაც იწყეს სვლანი
თვალ დახუჭეს დაგვემალნენ
და, დაიწყეს  ძილის გზანი. 
მზემ თვალები გაახილა
შეაწითლა უშბის თავი
, თან სხივები მოაფინა 
და გააღო გულის კარი. 
          მზე ამოვიდა, განახლდა თითქოს 
ამ არემარეს უმზერის ვით შიოს
ცის კაბადონზე ავიდა იმდროს 
და ჩვენც ვუცქერით წითელ ბურთს, დიდრონს..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი