იცი?


იცი? მე ვიტირე ეხლა,
                     იცი? მე ვიტირე შენთვის,
                     იცი? მე ვიტირე ჩუმად,  
                     ვიცი მე მიყვარხარ დღემდის.
                     რატომ გამირბიხარ თითქოს
                     და მაინც, მაინცა ხარ ჩემი
                     ვიცი შენც რომ იცი,
                     ჩვენ ვართ ორნი ერთნი.
                     და ამ სიყვარულს თითქოს, 
                     დაჰკრავს გაზაფხულის ფერი.
                     და იმ მარგალიტებს, რომ ასხავდი ძაფზე,
                     გულზე, რომ სხვა გკიდებს ჩვენ გადავყრით ზღვაზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი