ესეც რაჭა...


ესეც რაჭა ნაქერალას იქით,
დაბინდული შარაულას ბზით,
ხტის კალმახი მეწამული წინწკლით,
კამიშებში იხვნისკარტა ზის.

აქეთ ია-იქეთ იის კონა,
აქ წყაროა მოჩუხჩუხე მთის,
ოქროს მძივი ვარდებს ჩაეკონა,
ხიდან-ხეზე ჩიტბატონა ხტის,

მობიბინე მწყობრი რიგი ხეთა,
მოგონებებს რიბი-რაბოდ შლის:
საბულთვეში- ულაყების ხედვნა,
ჯაგნარებში ნავარდობა შვლის.

ღრუბელს ელვა დასცემია ლახვრად..
ჩიტი გალობს, აქა-იქა წვიმს .
რა კარგია საქართველოს ნახვა,
საქართველო--ვაზისა და მზის.


იგორი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი