ეს იყო ადრე.


ეს იყო ადრე ,ეს იყო წინათ,
მაისი ვარდთა სურნელს აფრქვევდა,
იმ ღამით ჭინკამ არ გამიღიმა–
შეყვარებულის სახელს მარქმევდა,

ოცნება –ჩუმი ოცნება –წნარი,
რამ დამავიწყოს ეხლა ისინი,
გამახსენდება და ვარ შემკრტალი
ნაუცბადევი გველის სისინით.

მაშინ მიჯნურმა არ გამიკარა,
უმწიკლო დღეთა იღბალს ვიგინებ,
ღრუბელი იყო ცამ არ იკარა,
წუთები იყო ვით საუკუნე,

მან გაგიმწარა წუთისოფელი,
ეკლიან გზაზე ბევრი მაწვალა,
მაგრამ მე მაინც ვარ მადლობელი,
თვით სიყვარული მან შემასწავლა,

სამიზნე –ქვემოთ,ნასროლი –ზემოთ.
სულო ეძიე თავშესაფარი
შვილებს მოვუყვეთ და გავიხსენოთ–
ვით შემოდგომის ტკბილი ზღაპარი.,
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი